თავში

"შარლ დე გოლის" ეკიპაჟის 50 წევრს COVID-19 დაუდასტურდა

"შარლ დე გოლის" ეკიპაჟის 50 წევრს COVID-19 დაუდასტურდა
შარლ დე გოლის ეკიპაჟის 50 წევრს COVID-19 დაუდასტურდა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიამზიდ “შარლ დე გოლის” ბორტზე ეკიპაჟის 50 წევრს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გემზე  ეკიპაჟის 66 წევრს ჩაუტარდა COVID-19-ზე ტესტირება, მათგან 50-ს დაუფიქსირდა ვირუსული ინფექცია. ამჟამად, გემზე მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, სამი მეზღვაურის მდგომარეობა მძიმე იყო და ისინი ვერტმფრენით გადაიყვანეს საფრანგეთის საავადმყოფოში.

სამინისტროს განცხადებით  გემი საფრანგეთის ქალაქ ტულონში, სავარაუდოდ,  23 აპრილს დაბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system