თავში

ჩავუშოღლუ: რუსეთი და მისი ელემენტები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან უნდა გავიდნენ

​ჩავუშოღლუ: რუსეთი და მისი ელემენტები საქართველოსა და
ჩავუშოღლუ: რუსეთი და მისი ელემენტები საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებიდან უნდა გავიდნენ

საქართველოსა და უკრაინაში სიტუაციის შეფასებისას, ჩვენ ყველა, მათ შორის ეუთო, ვამბობთ, რომ რუსეთი და იქ არსებული ელემენტები უნდა გავიდნენ, ეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებია, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, იგივე მოწოდებები ყარაბაღთან დაკავშირებით არ ისმის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას ყველგან დაუჭერს მხარს - მოლაპარაკებების მაგიდაზეც და ბრძოლის ველზეც.

”ომი არავის უნდა. თუ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად სომხეთს მოუწოდებე, გავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, იქნება მოწოდებები გაერო-ს უშიშროების საბბჭოსა და ეუთოს გადაწყვეტილებების შეხსენებით, მაშინ დავინახავთ საერთაშორისო საზოგადოების სურვილს, გადაჭრას ეს პრობლემა. თუმცა, სამწუხაროდ, მოწოდებები არ არის. საქართველოსა და უკრაინაში სიტუაციის შეფასებისას, ჩვენ ყველა, მათ შორის ეუთო, ვამბობთ, რომ რუსეთი და იქ არსებული ელემენტები უნდა გავიდნენ, ეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებია. მაგრამ ჩვენ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მსგავს მოწოდებებს არ ვაკეთებთ", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system