თავში

ჩავუშოღლუმ სომხეთთან აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების დამყარების პირობები დაასახელა

​ჩავუშოღლუმ სომხეთთან აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების
ჩავუშოღლუმ სომხეთთან აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების დამყარების პირობები დაასახელა

გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში და იმ პირობით, რომ სომხეთი ამისი ერთგული იქნება, თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან შესაძლებელი იქნება ოფიციალური ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, პოზიტიური დღის წესრიგი არსებობს.

”ამ ნაბიჯების კოორდინაციას აზერბაიჯანთან მოვახდენთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა; ის არ უნდა იყოს ხელიდან გაშვებული. არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული პროექტები და საზღვრების გახსნა. თურქეთი ამ პოზიტიურ დღის წესრიგში წვლილის შეტანას განაგრძობს. ჩვენ ცეცხლის გრძელვადიანი შეწყვეტა გვინდა”,- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სომხეთმა ეს შესაძლებლობები უნდა გაითვალისწინოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system