თავში

ჩედვიკ ბოუსმანის გარდაცვალების შესახებ Tweet-მა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ჩედვიკ ბოუსმანის გარდაცვალების შესახებ Tweet-მა მსოფლიო რეკორდი მოხსნა
ჩედვიკ ბოუსმანის გარდაცვალების შესახებ Tweet-მა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ამერიკელი მსახიობის, "შავი პანტერას" როლის შემსრულებლის, ჩედვიკ ბოუსმანის გარდაცვალების შესახებ პოსტი იტორიაში ყველაზე პოპულარული Tweet გახდა. პოსტმა 30 აგვისტოს დილისთვის 6,4 მილიონი მოწონება დააგროვა.

ბოუსმანი გუშინ დილით, 43 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. მსახიობს მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი 2016 წელს დაუდასტურდა და 4 წლის განმავლობაში დაავადებას ებრძოდა, თუმცა თავად ამის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობდა.

მანამდე, რეკორდი ბარაკ ობამას Tweet-ს ეკუთვნოდა, რომელიც მან 2017 წელს გამოაქვეყნა და რომელშიც პრეზიდენტი  ნელსონ მანდელას ციტირებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system