თავში

ჩეხეთი დამატებით 70 რუს დიპლომატს გააძევებს

​ჩეხეთი დამატებით 70 რუს დიპლომატს გააძევებს
ჩეხეთი დამატებით 70 რუს დიპლომატს გააძევებს

ჩეხეთი პრაღაში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში საკუთარი დიპლომატიური მისიის რაოდენობამდე დაიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩეხეთიდან რუსეთის დიპლომატიური კორპუსის 70-მდე წარმომადგენელს გააძევებენ. მათ ქვეყანა მაისის ბოლომდე უნდა დატოვონ. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო მინისტრმა იაკუბ კულგანეკმა განაცხადა.

პრაღაში რუსეთის საელჩოში 27 დიპლომატი და 67 ტექნიკური პირი მუშაობს. მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში კი 5 დიპლომატი და 19 ტექნიკური პერსონალია. შესაბამისად, პრაღის დატოვება 22 დიპლომატსა და 48 ტექნიკურ პერსონალს მოუწევს. ზუსტი რაოდენობა ჯერ დაკონკრეტებული არ არის. 

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი რუსულ დაზვერვაზე მუშაობასა და ვრბეტიცეში 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულეს. მაშინ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს საბრძოლო მასალები ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მტკიცებულებები, რომ აფეთქებებთან "გე-რე-უ" იყო დაკავშირებული. პასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system