თავში

ჩეხეთი საერთაშორისო ფრენებს 18 მაისიდან ნაწილობრივ აღადგენს

ჩეხეთი საერთაშორისო ფრენებს 18 მაისიდან ნაწილობრივ აღადგენს
ჩეხეთი საერთაშორისო ფრენებს 18 მაისიდან ნაწილობრივ აღადგენს

ჩეხეთში 6 კვირიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო საავიაციო მიმოსვლა 18 მაისიდან ნაწილობრივ აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ჩეხეთის ავიახაზები 18 მაისიდან განახორციელებს ფრენებს ამსტერდამის, ფრანკფურტის, პარიზისა და სტოკჰოლმის მიმართულებით. ამასთან, 25 მაისს აღდგება კიევის, ოდესისა და ბუქარესტის მიმართულებით ფრენებიც. 

ამასთან, მგზავრებს გარკვეული უსაფრთხოების წესების დაცვა მოუწევთ, კერძოდ, სავალდებულო გახდება პირბადეების ტარება, ხოლო მგზავრები ორი მეტრიანი დისტანციით ისხდებიან. თვითმფრინავის სალონებს ყოველი ფრენის წინ და შემდგომ დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system