თავში

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრად მთავარი ეპიდემიოლოგი ინიშნება - განახლებულია

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრად მთავარი ეპიდემიოლოგი ინიშნება
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრად მთავარი ეპიდემიოლოგი ინიშნება - განახლებულია

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს მთავარი ეპიდემიოლოგი რომან პრიმულა დაიკავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განუცხადა.

მედია წერს, რომ პრიმულას თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურას ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი დღეს დაასრულებს და ის მუშაობას ხვალიდან შეუდგება.

-10:41-

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვიოტეზი ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვის მომატების გამო გადადგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამით მინდა გავუხსნა გზა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ახალ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ვოიტეხმა.

მისი თქმით, მან ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი ბაბიშს უკვე აუწყა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი მატება შეინიშნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system