თავში

ჩეხეთის პრეზიდენტი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

​ჩეხეთის პრეზიდენტი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს
ჩეხეთის პრეზიდენტი რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს

ჩეხეთის პრეზიდენტი, 77 წლის მილოშ ზემანი, რომელიც პრაღის ცენტრალი სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების პრესმდივანმა, იტკა ზინკემ განაცხადა.

"რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, მკურნალმა ექიმებმა მისი რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაყვანა გადაწყვიტეს", - განაცხადა ზინკემ.

მანამდე ჩეხეთის სენატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ ზემანს ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ, მისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილებების ჩამორთმევის საკითხი აქტუალური აღარ იქნება.

ცნობისთვის, მილოშ ზემანი საავადმყოფოში 10 ოქტომბერს მოათავსეს. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ჩეხეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ქრონიკული დაავადების გამწვავებას უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაგნოზი არ დააკონკრეტეს. 

76 წლის ზემანი ფეხების ნეიროპათიით არის დაავადებული. ამ ავადმყოფობის გამო, მან ახლახანს ინვალიდის ეტლით სარგებლობა დაიწყო. ასევე პრეზიდენტი სმენის დაქვეითებას და არტერიულ წნევას უჩივის. მანამდე კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დიაბეტის გამო იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system