თავში

ჩეხეთის პრეზიდენტის დიაგნოზი ცნობილია

ჩეხეთის პრეზიდენტის დიაგნოზი ცნობილია
ჩეხეთის პრეზიდენტის დიაგნოზი ცნობილია

ჩეხეთის პრეზიდენტს ექიმებმა ღვიძლის ციროზის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ სამედიცინო კონსილიუმის ლიდერმა, ქირურგმა პაველ პაფკომ განაცხადა. 

 მისივე ინფორმაციით, 77 წლის მილოშ ზემანი  საავადმყოფოში სავარაუდოდ კიდევ ერთ თვის გატარება მოუწევს. 

"ბატონ პრეზიდენტს აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადება. კონკრეტულად - ციროზი. ეს დაავადება გამოირჩევა იმით, რომ შეიძლება მრავალი წელი სიმპტომების და მნიშვნელოვანი გამოვლინებების გარეშე განვითარდეს," - განაცხადა მან. 

მისივე თქმით, მკურნალობის შედეგებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია და პრეზიდენტს საავადმყოფოდან 3-4 კვირაში გამოწერენ.

ცნობისთვის, ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც პრაღის ცენტრალი სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, 4 ნოემბერს რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system