თავში

ჩეხეთმა, შესაძლოა, მეტი რუსი დიპლომატი გააძევოს

​ჩეხეთმა, შესაძლოა, მეტი რუსი დიპლომატი გააძევოს
ჩეხეთმა, შესაძლოა, მეტი რუსი დიპლომატი გააძევოს

ვრბეტიცეში 2014 წელს საწყობების აფეთქებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალის ფონზე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაძლოა, რუსი დიპლომატების კიდევ ერთი ჯგუფის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Seznam Zpravy ავრცელებს.

დღეს ჩერნინის სასახლეში, სადაც ქვეყნის საგარეო უწყება მდებარეობს, რუსეთის ელჩი, ალექსანდრე ზმეევსკი დაიბარეს. ჟურნალისტების ინფორმაციით, სწორედ დღეს გამოუცხადებენ მას ახალი გადაწყვეტილების შესახებ, ამასთან გაძევება თავად ელჩს არ შეეხება.

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი რუსულ დაზვერვაზე მუშაობასა და ვრბეტიცეში 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულეს. მაშინ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს საბრძოლო მასალები ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მტკიცებულებები, რომ აფეთქებებთან "გე-რე-უ" იყო დაკავშირებული. პასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system