თავში

ჩეხეთში არასასურსათო მაღაზიებსა და საპარიკმახეროებს დახურავენ

​ჩეხეთში არასასურსათო მაღაზიებსა და საპარიკმახეროებს დახურავენ
ჩეხეთში არასასურსათო მაღაზიებსა და საპარიკმახეროებს დახურავენ

ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 22 ოქტომბრიდან დაიხურება ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო და საყოფაცხოვრებოსი. მუშაობას წყვეტს საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები.

"დახურული იქნება ყველა მაღაზია მათ გარდა, სადაც ასორტიმენტში პირველადი აუცილებლობის ნივთებია. სავაჭრო ცენტრებში ღია იქნება მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, ასევე ისინი, რომლებშიც სადეზინფექციო საშუალებები და საყოფაცხოვრებო პროდუქცია იყიდება, ასევე აფთიაქები", - განაცხადა ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, რომან პრიმულამ.

ამასთან, შეზღუდვები წესდება მოქალაქეების გადაადგილებაზეც. ნებადართულია სამსახურში სიარული, პარკში სეირნობა, მაღაზიაში გასვლა და ნათესავების მონახულება, თუმცა უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

Worldometers-ის ცნობით, გუშინ ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდი - 11 984 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system