თავში

ჩეხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

ჩეხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება
ჩეხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

ჩეხეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისათვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები მიიღებენ.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის იან ბლატნიის განცხადებით, ვაქცინის ღირებულებას საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა დაფარავს და კორონავირუსზე აცრა ნებაყოფლობითი იქნება.

”შესაძლებელია ვაქცინაცია მომავალი წლის პირველ თვეებში დაიწყოს”, - აღნიშნა იან ბლანტმა.

ცნობისთვის, მანამდე, ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისათვის კორონავირუსზე ვაქცინაცია უფასო იქნებოდა. ესპანეთის ხელისუფლებამ ვაქცინის შესაძენად მილიარდი ევრო უკვე გამოყო. 2021 წლის დასაწყისში ქვეყანა კომპანია Pfizer-ის ვაქცინის 20 მილიონ დოზას შეიძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system