თავში

ჩეხეთში კორონაპანდემიის გამო ვითარება კრიტიკულია

​ჩეხეთში კორონაპანდემიის გამო ვითარება კრიტიკულია
ჩეხეთში კორონაპანდემიის გამო ვითარება კრიტიკულია

ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ ჯანდაცვის სექტორზე სერიოზული ზეწოლა მოახდინა. დღეისათვის ქვეყანაში 120 000 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სავსეა ავადმყოფებით და მათ ახალი პაციენტების სხვაგან გადამისამართება უხდებათ.

ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგან უახლოეს პერიოდში ვითარება უკეთესობისკენ სწრაფად ვერ შეიცვლება, ჯანდაცვის სისტემა კი ძალიან გადატვირთული და მედპერსონალი ძალიან გადაღლილია.

თუ საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა 10% -ზე ჩამოვა, ჩეხეთის ხელისუფლება დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს.

"ჩეხეთი არასოდეს ყოფილა მსგავს მდგომარეობაში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ჩორნიმ.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system