თავში

ჩეხეთში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

​ჩეხეთში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
ჩეხეთში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

დღეს დილით ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ კურჯემში ათასამდე ადამიანი საცხოვრებელი სახლებიდან და დაწესებულებებიდან გაიყვანეს. მიზეზი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციის წარმომადგენელმა, ბოგუმილ მალაშეკმა განუცხადა.

მისი თქმით, საავიაციო ბომბი ღამე აღმოაჩინეს. დღეს დილით გამოძახებული პიროტექნიკოსი კი ამჟამად მას სწავლობს.

"მეზობელი სახლების მოსახლეობა და დაწესებულებების თანამშრომლები ევაკუირებულია. დროებით დახურულია ამ რაიონში მდებარე სკოლა და ტექნიკური სასწავლებელი", - განაცხადა მალაშეკმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system