თავში

ჩეხეთში მოქალაქეებს სიცოცხლის დაცვის მიზნით იარაღის გამოყენების უფლებას მისცემენ

​ჩეხეთში მოქალაქეებს სიცოცხლის დაცვის მიზნით იარაღის გამოყენების
ჩეხეთში მოქალაქეებს სიცოცხლის დაცვის მიზნით იარაღის გამოყენების უფლებას მისცემენ

ჩეხეთში მოქალაქეების უფლება, იარაღით დაიცვან თავიანთი, ან სხვისი სიცოცხლე, კონსტიტუციურად განმტკიცდება. ინფორმაციას Ceske Noviny ავრცელებს.

ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განყოფილებას დაემატება ახალი დებულება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”კანონით დადგენილი პირობებით გარანტირებულია საკუთარი ან სხვა ადამიანის სიცოცხლის დაცვის უფლება, თუნდაც იარაღის გამოყენებით”.

”წინადადება არა მხოლოდ სიმბოლურია, არამედ შეიძლება სამომავლოდ დაზღვევაც კი იყოს”, - განაცხადა ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, მარტინ ჩერვიჩეკმა.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 74 სენატორიდან 54-მა დაუჭირა მხარი. ცვლილებებისთვის 45 ხმა იყო საკმარისი.

შესწორება ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

შესწორებას საფუძვლად უდევს პეტიცია, რომელსაც 102 ათასი ადამიანი ხელს აწერს, მათ შორის ბევრი კონსტიტუციური მაღალჩინოსანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system