თავში

ჩეხეთში, ტესტზე უარისთვის, 2000 ევროთი დააჯარიმებენ

ჩეხეთში, ტესტზე უარისთვის, 2000 ევროთი დააჯარიმებენ
ჩეხეთში, ტესტზე უარისთვის, 2000 ევროთი დააჯარიმებენ

ჩეხეთში, საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი მუშაობს თანამშრომლების ყოველკვირეული ტესტირება დაევალა

ორგანიზაციებში, სადაც 250 ადამიანია დაქირავებული ტესტირება 3 მარტიდან, უფრო მცირერიცხოვან ორგანიზაციებში კი 5 მარტიდან დაიწყება. პატარა ორგანიზაციები დისტანციურად იმუშავებენ და მათი თანაშრომლების ტესტირება აუცილებელი არ იქნება.

რეგულაციების შესრულებაზე კონტროლი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს დაევალა. პირები, რომლებიც ტესტირებაზე უარს იტყვიან, 2000 ევროთი დაჯარიმდებიან.

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის გამო კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებიც გამკაცრდა. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვისთვის საპოლიციო ძალები და სამხედროებია მობილიზებული.

10,7 მილიონიან ჩეხეთში, გასულ კვირაში მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და 11-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე გერმანიაში.

პანდემიამ ჩეხეთში 20 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა მაჩვენებელმა 1 240 000-ს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system