თავში

ჩეხეთში წვიმის გამო 45 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

​ჩეხეთში წვიმის გამო 45 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ჩეხეთში წვიმის გამო 45 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ჩეხეთის რესპუბლიკაში გადაუღებელი წვიმების შედეგად 45 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ČTK ავრცელებს.

ელექტრიკოსების ბრიგადების პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამჟამად ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა ცენტრალურ და სამხრეთ ბოჰემიაში ფიქსირდება.

ძლიერი ქარის გამო ხეები წაიქცა, რომლებიც ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა.

უამინდობამ პრობლემები რკინიგზის მუშაობასაც შეუქმნა. მოძრაობა 20-მდე უბანზე გაჩერებულია. წვიმამ მდინარეებში წყლის დონის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზოგან წყალდიდობის საშიშროებაა.

სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი ჩეხეთში უქმეებისთვის გაუმჯობესდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system