თავში

ჩეხური კომპანიებისთვის თანამშრომლების კოვიდზე ტესტირება სავალდებულო ხდება

ჩეხური კომპანიებისთვის თანამშრომლების კოვიდზე ტესტირება სავალდებულო
ჩეხური კომპანიებისთვის თანამშრომლების კოვიდზე ტესტირება სავალდებულო ხდება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადაწყვეტილებით მსხვილი კომპანიებისათვის ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულო იქნება.

მთავრობა აღნიშნულ წინადადებას 1 მარტს განიხილავს. კომპანიები, რომლებიც სავალდებულო ტესტირებაზე უარს განაცხადებენ ჯარიმის სახით 500 000 ჩეხურ კრონს გადაიხდიან.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დასაქმებულების სავალდებულო ტესტირება საწარმოების სრული დახურვის ალტერნატივას წარმოადგენს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 1 235 480 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 20 339 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system