თავში

ჩემი დღის წესრიგი არა რუსეთის წინააღმდეგ - ბაიდენი - განახლებულია

ჩემი დღის წესრიგი არა რუსეთის წინააღმდეგ - ბაიდენი
ჩემი დღის წესრიგი არა რუსეთის წინააღმდეგ - ბაიდენი - განახლებულია

ორი ლიდერი იზიარებს უნიკალურ პასუხისმგებლობას ორ ძლიერ და ამაყ ქვეყანას შორის ურთიერთობის წარმართვაზე, რომელიც უნდა იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"იქ, სადაც უთანხმოება გვაქვს, მსურს პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რატომ ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, რატომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ და როგორი რეაგირება გვექნება სხვადასხვა ქმედებაზე, რომელიც ამერიკის ინტერესებს აზიანებს. მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან კიდევ ვინმეს წინააღმდეგ. ეს ამერიკელი ხალხისთვისაა”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის დღის წესრიგში COVID-19-თან ბრძოლა, აშშ-ს ეკონომიკის აღდგენა, მოკავშირეებთან ურთიერთობების აღდგენა და ამერიკელების დაცვა შედის.

ჯო ბაიდენის თქმით, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ "ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება განხილული".

”საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ უბრალოდ იდევნებოდეს რუსეთი, როდესაც ის ადამიანის უფლებებს არღვევს, არამედ იმაზე, ვინ ვართ ჩვენ”, - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინს "აგრძნობინა", რომ ის გააგრძელებს იმ საქმეების წინააღმდეგ გამოსვლას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება.

”მე მივანიშნე, რომ ჩვენ საკუთარი შეშფოთების გამოხატვას ისეთ საქმეებთან დაკავშირებით ვგეგმავთ, როგორიცაა ალექსეი ნავალნი. მე ვაგრძნობინე პრეზიდენტ პუტინს და გავაგრძელებ ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხების დასმას, რადგან ჩვენ ასეთები ვართ. აი, ვინ ვართ ჩვენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნავალნის სიკვდილის შედეგები "რუსეთისთვის დამანგრეველი იქნებოდა".

”როგორ ფიქრობთ, რა ხდება, როდესაც ის ამბობს, რომ ის ნავალნის არაფერს ერჩის და ა.შ., ამბობს ნავალნის მკურნალობის რაციონალიზაციის შესახებ, შემდეგ კი ის ციხეში კვდება? მე მას მივუთითე, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ქვეყანას, სინამდვილეში, და მათ მკითხეს, რატომ მიმაჩნია, რომ
მნიშვნელოვანია სირიის პრეზიდენტთან პრობლემების ქონა - და მე ვთქვი, რადგან ადგილი აქვს საერთაშორისო ნორმის დარღვევას, და ამას ქიმიური ხელშეკრულება ეწოდება. ვერ ენდობი. საუბარია ნდობაზე. საუბარია მათ უნარზე, სხვა ქვეყნებზე დადებითი გავლენა მოახდინონ",
- აღნიშნა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე დააყენა რუსეთში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების – პოლ ველანის და ტრევორ რიდის საკითხი, ასევე ხაზი გაუსვა სიტყვისა და პრესის თავისუფლების მნიშვნელობას.

"ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი დემოკრატიული სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობებს, ან ჩვენი დემოკრატიული არჩევნების დესტაბილიზაციას და ჩვენ ვუპასუხებთ.

მე ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ გვჭირდება მოძრაობის ძირითადი წესები, რომელსაც ყველა დავიცავთ. ასევე, განვუცხადე, რომ თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესია ჩვენი და რუსი ხალხისთვის. ეს ასევე მსოფლიო უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინმა იცის, რომ იქნება შედეგები, თუ არჩევნებში მეტი ჩარევა ან კიბერშეტევა მოხდება.,

"მან იცის, რომ ამას შედეგები მოჰყვება. მან იცის, რომ ზომებს მივიღებ. მოდით, ვთქვათ პირდაპირ, რა იქნებოდა, რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების არჩევნებში პირდაპირ ჩაერიოს და ეს ყველამ იცოდეს? რა იქნებოდა, თუ ჩვენ ისეთ საქმიანობას განვახორციელებთ, როგორსაც იგი ეწევა? ის ცდილობს დარწმუნდეს, რომ შეინარჩუნებს ქვეყნის პოზიციას, როგორც დიდ მსოფლიო ძალას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი პუტინთან პირადად შეხვედრა.

”პირადად შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო , რომ არ მომხდარიყო შეცდომები და დამახინჯება იმასთან დაკავშირებით, რისი თქმაც მინდოდა. მე გავაკეთე ის, რისთვისაც მოვედი”, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, გაირკვა პრაქტიკული სამუშაოების სფეროები, რომელთა გაკეთება ორივე ქვეყანას საერთო ინტერესების წინ წამოსაწევად, ასევე მსოფლიოს საკეთილდღეოდ შეუძლიათ.

"მეორეც, იმის გასაცხადებლად, რომ რომ შეერთებულ შტატებს პირდაპირი რეაგირება ექნება მოქმედებებზე, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ინტერესებს, ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს აზიანებს. მესამეც, იმისთვის, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ჩვენი ღირებულებების", - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა პუტინთან შეხვედრის ტონს ჯამში "პოზიტიური" უწოდა.

”უნდა გითხრათ, მთელი შეხვედრის ტონი, ვფიქრობ, ის სულ ოთხ საათს გაგრძელდა, კარგი იყო. პოზიტიური”, - განაცხადა ბაიდენმა.

”იმედი მაქვს, რომ ამ ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებს, ჩვენ გავაერთიანეთ ჩვენი ძმური დემოკრატები, რათა შეთანხმებული ვალდებულება ავიღოთ ჩვენს თავზე ჩვენი სამყაროს წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევების გადასაჭრელად. ჩვენ შევქმენით მკაფიო საფუძველი ჩვენი განზრახვებისთვის რუსეთთან და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ამ ვიზიტისას დიდი სამუშაო შესრულდა.

ბაიდენის თქმით, მან პუტინს განუცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურის" გარკვეული სფეროები კიბერშეტევებისთვის დახურული უნდა იყოს.

ბაიდენის თქმით, მან 16 კონკრეტული ობიექტი გამოყო, რომლებიც განისაზღვრება, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ენერგეტიკა და წყალმომარაგება, და ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს, რომ ისინი კიბერომის მიღმა არიან.

”პრინციპი ერთია, ის პრაქტიკით უნდა განმტკიცდეს”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ აშშ-ს აქვს ”მნიშვნელოვანი კიბერშესაძლებლობები” და შემდგომ კიბერშეტევებზე რეაგირება ექნება. 

პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მთელი საგარეო პოლიტიკა პირადი ურთიერთობების ლოგიკური გაფართოებაა.

"ეს ადამიანის ბუნების ფუნქციონირების გზაა და გასაგებია, როდესაც მართავთ ქვეყანას, რომელიც საერთაშორისო ნორმებს უგულებელყოფს და ამავდროულად, იგივე საერთაშორისო ნორმები გჭირდებათ იმისთვის, რომ მიიღოთ სარგებელი, რომელიც ამ საერთაშორისო ნორმებიდან მოდის“, – განაცხადა ბაიდენმა.

პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ პუტინს ცივი ომი ყველაზე ნაკლებად სურს.

”მე მივუთითე, რომ კიბერსივრცეში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვაქვს და მან ეს იცის. მან ზუსტად არ იცის, რა არის ეს, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია. თუ ისინი რეალურად დაარღვევენ ამ ძირითად ნორმებს, ჩვენ ვუპასუხებთ. მან ეს იცის. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ბოლო, რაც მას ახლა სურს, არის ცივი ომი”, - განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყველაფერი ესმის, მაგრამ დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ პუტინი "მზადაა იარაღი დააყაროს და თქვას, მოდი".

ბაიდენის თქმით, უახლოესი თვეები იქნება იმის "ტესტი", რამდენად შეუძლია დღევანდელ განხილვას ქვეყნების პროგრესთან დაახლოება.

"მე არ ვამბობ, რომ რადგან მე და პრეზიდენტი შევთანხმდით, ჩვენ ისეთ რაღაცებს გავაკეთებთ, რაც უცებ იმუშავებს. მე ამას არ ვამბობ. არის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების რეალური პერსპექტივა იმის გარეშე, რომ ჩვენ უარი ვთქვათ რამე ერთზე, რაც ჩვენს პრინციპებსა და ჩვენი ღირებულებებს ეფუძნება", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ენდობა თუ არა ის პუტინს.

"საქმე ნდობა კი არ არის. საუბარია ანგარებაზე და ანგარების გამოცდაზე. აი რა არის საქმე", - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, დრო ყველაფერს მალე აჩვენებს. 

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის სამიტზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც დიდ ყურადღებას საჭიროებდა.

"ჩვენ ვიზრუნეთ, რომ არავითარი გაუგებრობა არ ყოფილიყო. ორი საათის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და ვიკითხეთ, "კარგი, რა არის შემდეგი?", - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ახლა იქნება გამოცდა და შედეგები 3-6 თვეში გამოჩნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system