თავში

"ჩიკაგოელი შვიდეულის საქმის" თრეილერი გამოვიდა

​"ჩიკაგოელი შვიდეულის საქმის" თრეილერი გამოვიდა
ჩიკაგოელი შვიდეულის საქმის თრეილერი გამოვიდა

Netflix-მა "ჩიკაგოელი შვიდეულის საქმის" პირველი სრული თრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მონაწილეობას საშა ბარონ კოენი, ედი რედმეინი, ჯოზეფ გორდონ ლევიტი, ჯერემი სთრონგი და სხვები მონაწილეობენ. რეჟისორი და სცენარის ავტორი "ოსკარის" ლაურეატი აარონ სორკინია.

სიუჟეტი რეალურ მოვლენებზეა აგებული, რომლებიც 1968 წელს ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მოხდა. ღონისძიების დროს ვიეტნამში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის შვიდი მონაწილე შეთქმულებასა და არეულობების წაქეზებაში დაადანაშაულეს.

Netflix-ზე "ჩიკაგოელი შვიდეულის საქმე" 16 ოქტომბერს გამოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system