
აშშ-ში ქალაქ ჩიკაგოსა და ილინოისის შტატს გადაუღებელი წვიმები და ტორნადო დაატყდა თავს. უამინდობის შედეგად 22 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ჩიკაგოს გარეუბანში უკიდურესად საშიში ტორნადო დაფიქსირდა.
უამინდობის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. სტიქიის ადგილას ბუნებრივი აირის გაჟონვის ბევრი ფაქტი ფიქსირდება.
Thinking about everyone in Chicagoâs suburb of Woodridge & Naperville â strong tornado and at least 6 people injured. Today the threat for tornadoes & damaging wind stretches from Charleston, WV to Houlton, ME. #severe #tornado #damage pic.twitter.com/yMPYDCZq0R
— Ginger Zee (@Ginger_Zee) June 21, 2021