თავში

ჩიკაგოში დამოუკიდებლობის დღეს 7 წლის გოგონა მოკლეს

ჩიკაგოში დამოუკიდებლობის დღეს 7 წლის გოგონა მოკლეს
ჩიკაგოში დამოუკიდებლობის დღეს 7 წლის გოგონა მოკლეს

ჩიკაგოში შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, 7 წლის გოგონა სროლას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას NBC Chicago ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

ამ დროისათვის დამნაშავის ვინაობა უცნობია.

უცნობმა პირებმა ცეცხლი მანქანიდან გახსნეს. სროლას ასევე 32 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. 

გამოცემის ცნობით, ჩიკაგოს სხვადასხვა კუთხეში სროლის შედეგად, შაბათ-კვირის განმალობაში, ჯამში 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 62 დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system