თავში

ჩილეს დედაქალაქში ისევ "ლოქდაუნს" აცხადებენ

​ჩილეს დედაქალაქში ისევ "ლოქდაუნს" აცხადებენ
ჩილეს დედაქალაქში ისევ ლოქდაუნს აცხადებენ

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ისევ "ლოქდაუნი" გამოცხადდა. მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩილეს დედაქალაქში მცხოვრებ რვა მილიონ ადამიანს სახლებში დარჩენა 12 ივნისიდან მოუწევთ.

10 ივნისს ჩილეში კორონავირუსით ინფიცირების 77 169 შემთხვევა დადასტურდა. აქედან უმეტესობა ის პაციენტებია, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ არის დარჩენილი.

"ჩილეში ვაქცინირებული მოსახლეობის წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ქვეყნის 15 მილიონი ადამიანის 75%-მა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მიიღო და თითქმის 58%-მა სრული კურსი დაასრულა", - წერს Reuters.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების მთავარი მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დროზე ადრე გააუქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system