თავში

ჩილეში 160 მილიონი წლის პლიოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

​ჩილეში 160 მილიონი წლის პლიოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს
ჩილეში 160 მილიონი წლის პლიოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს - PHOTO

ჩილეს უნივერსიტეტის მკვლევრების განცხადებით, პლიოზავრები, რომლებიც რეპტილიების ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ, დედამიწაზე 160 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ. იურული პერიოდის პლიოზავრის ჩონჩხი მეცნიერებმა ჩილეს ატაკამას უდაბნოში აღმოაჩინეს. ზღვის ამ მტაცებლებს,რომლებიც ვეშაპებს წააგავდნენ, ყბები უფრო განვითარებული ჰქონდა, ვიდრე ტირანოზავრებს.

ჩილეში აღმოჩენილი ნამარხი, რეპტილიების ამ სახეობის მეორე ყველაზე ძველი ნიმუშია.

ატაკამას უდაბნო ოდესღაც წყნარი ოკეანით იყო დაფარული, სადაც პლიოზავრები ცხოვრობდნენ. მათ წაგრძელებული სახე, განვითარებული ყბები, მოკლე კისერი, ფარფლებით დაფარული ჰიდროდინამიური სხეული და 10 სანტიმეტრადე სიგრძის ძლიერი კბილები ჰქონდათ. თავის ქალის სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრი იყო. აღმოჩენა პალეონტოლოგებს ევოლუციის ეტაპების უფრო უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system