თავში

ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჩრდილოეთ ჩილეში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ცნობით, ამ ეტაპზე ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

ჩილეში ხშირი მიწისძვრების გამო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა აშენებულია სპეციალური ტექნოლოგიით, რომ ძლიერ რყევებს გაუძლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system