თავში

ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება დედაქალაქ სანტიაგოში ძალადობრივ პროტესტს მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტებმა მეტროსადგურებსა და ელექტროენერგიის კომპანიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. პროტესტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის მატებამ გამოიწვია.

„საგანგებო მდგომარეობის მიზანი სამოქალაქო სტაბილურობის შენარჩუნებაა. სანტიაგოს ქუჩებში უნდა დავამყაროთ მშვიდობა. არ დავუშვებთ საჯარო და კერძო საკუთრების დაზიანებას“, - განაცხადა პინიერამ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასის მომატება აუცილებელი გახდა. მან მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს, ვინც ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გაიზიარა და მხარი დაუჭირა. პინიერამ დიალოგისკენ მოუწოდა დემონსტრანტებს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 180 მოქალაქე და 57 სამართალდამცველი დაშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system