
ჩილეში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს ავტომობილი დაეჯახა. ერთი ადამიანი დაიღუპა და რვამ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა.
ჩილეში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაძვირების გამო, 6 ოქტომბერს დაწყებულ დემონსტრაციებში დღემდე 17 ადამიანი დაიღუპა. ხუთი აქციაზე მობილიზებული შეიარაღებული ძალების ქმედებებს ემსხვერპლა.
ელენა ტრეხლებოვა
ავტორი