თავში

ჩილეში Sinovac-ით 6 წელს გადაცილებულ ბავშვებს აცრიან

ჩილეში Sinovac-ით 6 წელს გადაცილებულ ბავშვებს აცრიან
ჩილეში Sinovac-ით 6 წელს გადაცილებულ ბავშვებს აცრიან

ჩილეს ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinovac-ის ვაქცინა ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, ბავშვების ვაქცინაცია სკოლების დროულად და უსაფრთხოდ გახსნისაკენ არის მიმართული.

ამასთან, ჩილემ ჯერ კიდევ მაისში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა.  

ჩილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ მოწვეული შემფასებელი კომისიის ექსპერტებიდან ხუთმა მხარი დაუჭირა Sinovac ექვსი წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენებას, ორმა ხმა მისცა აღნიშნული ვაქცინით მხოლოდ 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრას, ხოლო ერთმა -  აცრის წინააღმდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system