თავში

ჩინელი მეცნიერები პანდემიის განვითარების ორ შესაძლო ვერსიას განიხილავენ

ჩინელი მეცნიერები პანდემიის განვითარების ორ შესაძლო ვერსიას განიხილავე
ჩინელი მეცნიერები პანდემიის განვითარების ორ შესაძლო ვერსიას განიხილავენ

ჩინელი მეცნიერების ჯგუფმა, დაავადების გავრცელებისა და კონტროლის ცენტრის მეცნიერის, პროფესორ სიუი ჯიანგოს ხელმძღვანელობით, 2021 წელს პანდემიის განვითარების მოდელი შექმნა. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.

გამოცემის ცნობით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 170 მილიონამდე გაიზრდება. ამავე დროს, პროფესორი ჯიანგო აღნიშნავს, რომ მსოფლიოში დაავადებების მთლიანი მეხუთედი შეერთებულ შტატებში დაფიქსირდება.

”მარტის დასაწყისისთვის COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 5 მილიონამდე გაიზარდოს”, - აღნიშნავს მეცნიერი. 

როგორც მკვლევარი აცხადებს, ყველაზე ოპტიმისტური სცენარის განსახორციელებლად აუცილებელია სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების წესები ყველამ დაიცვას, ხოლო მთავრობებმა მასიური ვაქცინაციის პროგრამები უზრუნველყონ. 

"მაშინაც კი, თუ ყველა ეს პირობა შესრულდება მიმდინარე წლის მარტის დასაწყისამდე დაავადებას კიდევ სამასი ათასი ადამიანი ემსხვერპლება", - აცხადებს მეცნიერი.  

მკვლევართა მოსაზრებით, მთავარ პრობლემას ის ფაქტორი წარმოადგენს, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად ვითარდება და ადაპტირდება გარემო პირობების მიმართ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვირუსის ადაპტაციამ ადამიანის სხეულში შეიძლება დაავადების სეზონური ხასიათი გამოიწვიოს, რაც მასთან ბრძოლას მნიშვნელოვნად გაართულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system