თავში

ჩინელი მეცნიერების აზრით ვაქცინა წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

ჩინელი მეცნიერების აზრით ვაქცინა წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი
ჩინელი მეცნიერების აზრით ვაქცინა წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი

ქალაქ ვუჰანის ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტისა და ბეიჯინგის უნივერისტეტის მეცნიერთა აზრით, კომპანია Sinovac-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა წლის ბოლოს გლობალური მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მეცნიერთა აზრით, იმის შანსი, რომ ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება 99%-ს შეადგენს.

ჩინეთის სახელმწიფო ქონების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ვაქცინის კლინიკური კვლევები მეორე ეტაპზეა. მასში მონაწილეობას დაახლოებით 2000 მოხალისე იღებს.

ვაქცინამ უკვე გაიარა მაიმუნებზე ტესტირება. კვლევებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ხელოვნური ინფიცირების შედეგად, მაიმუნები, რომლემაც ვაქცინა მიიღეს ახალი კოროანვირუსით არ დაავადებულან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system