თავში

ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელების მონაცემები გატეხეს -Microsoft

​ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელების მონაცემები გატეხეს -Microsoft
ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკელების მონაცემები გატეხეს -Microsoft

კომპანია Microsoft-ი ჩინელ ჰაკერებს ამერიკელი კლიენტების მონაცემებში შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებს. სპეციალისტების განცხადებით, ჰაკერებმა Microsoft Exchange Server-ზე განლაგებული საფოსტო სერვისების გატეხვა სცადეს. კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია ვარაუდობს, რომ ამ ქმედების უკან ჩინეთის მიერ დაფინანსებული დაჯგუფება Hafnium დგას. კომპანიის ინფორმაციით თავდასხმა იურიდიულ კომპანიებზე, ინფექციურ დაავადებათა მკვლევარებსა და უმაღლეს სასწავლებლებზე განხორციელდა.

Microsoft -ის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შეტევა სამ ეტაპად მოხდა. თავიდან ჰაკერებმა Exchange-ის სერვერები გატეხეს, რისთვისაც მოპარული პაროლები გამოიყენეს.

შემდეგ ბოროტმოქმედებმა მართვის სერვერებს შეუტიეს, ბოლოს კი კორპორაციული მონაცემების მოპარვას ცდილობდნენ. Microsoft-ს არ დაუკონკრეტებია თავდასხმის მასშტაბი. სპეციალისტებმა მას "განსაზღვრული რაოდენობის" უწოდეს. კომპანიის განცხადებით, ამ თავდასხმას დეკემბერში მომხდარ SolarWinds-ის IT კომპანიაზე თავდასხმასთან კავშირი არა აქვს. მას შემდეგ Microsoft-მა, კლიენტების დაცვის მიზნით, Exchange Server-ის სერვისები ვადაზე ადრე განაახლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system