თავში

ჩინელმა ჰაკერებმა ესპანეთში COVID-19-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს

ჩინელმა ჰაკერებმა ესპანეთში COVID-19-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაც
ჩინელმა ჰაკერებმა ესპანეთში COVID-19-ის ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოიპარეს

ჩინელმა ჰაკერებმა ესპანური ცენტრებიდან, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ,  ინფორმაცია მოიპარეს. თუმცა, რა სახის ინფორმაციაზე საუბარი, ამ დრომდე უცნობია.

ესპანეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური უფროსის განცხადებით, ქვეყანაში კიბერშეტევებმა კარანტინის დროს იმატა. ჰაკერების სამიზნე ფარმაცევტული ორგანიზაციები და ახლა უკვე ლაბორატორიები გახდა, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინაზე მუშაობენ.

"კომპიუტერულ სისტემებზე თავდასხმა რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა, რომლებიც ახალი ინფექციის სამკურნალო საშუალებათა შექმნაში კონკურირებენ. კიბერშეტევა ჩინეთიდან განხორციელდა", - განაცხადა ესპანეთის დაზვერვის უფროსმა.

სადაზვერვო სამსახურის უფროსმა დაამატა, რომ შესაბამისი საიდუმლო სამსახურები შეძლებენ, ხელი შეუშალონ ჰაკერებს კიბერდანაშაულის ჩადენას.

შეგახენებთ, ახლა ესპანეთში არსებობს ათეული პროექტი, რომლებიც დაკავშირებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასთან. თუმცა ესპანური მედიკამენტები ჯერ კიდევ არ არის გამოკვლეული ადამიანებზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ამჟამად 180 ვაქცინა მუშავდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system