თავში

ჩინელმა მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსები აღმოაჩინეს

ჩინელმა მეცნიერებმა ღამურებში ახალი კორონავირუსები აღმოაჩინეს
ჩინელმა მეცნიერებმა ღამურებში ახალი  კორონავირუსები აღმოაჩინეს

ჩინელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ღამურებში მთელი რიგი ახალი კორონავირუსები აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, გენეტიკურად ძალიან ახლოსაა SARS-CoV-2-თან და დაავადება COVID-19-ს იწვევს. ამის შესახებ CNN წერს.

შანდუნის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ვეიფეი შიმ და მისმა კოლეგებმა 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ნოემბრამდე ტყის მცირე ზომის ღამურების ნიმუშები იუნანის პროვინციაში შეაგროვეს.

”საერთო ჯამში, ღამურის სხვადასხვა სახეობისგან კორონავირუსის 24 ახალი გენომი შევაგროვეთ, მათ შორის SARS-CoV-2 მსგავსი ოთხი კორონავირუსი”, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

მეცნიერების თქმით, ერთ-ერთი ახალი კორონავირუსი, ვირუსული ნიმუში სახელწოდებით RpYN06, რომელიც ღამურების ერთ-ერთ სახეობა Rhinolophus cornutus აღმოჩნდა, გენეტიკურად ძალიან ჰგავს ვირუსს SARS-CoV-2.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამინდელ პანდემიასთან მჭიდროდ დაკავშირებული ვირუსები ღამურების პოპულაციებში ცირკულირებას განაგრძობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system