თავში

ჩინეთი ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მათი მოქალაქეა

ჩინეთი ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მათი მ
ჩინეთი ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მათი მოქალაქეა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მათი მოქალაქეა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის ყოველდღიური გაზეთი ავრცელებს.

დამატებითი კომენტარებისგან უწყება ჯერჯერობით თავს იკავებს.

ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები იყვნენ.

პოლიციაზე დაყრდნობით მედია ასევე წერს, რომ სატვირთო ავტომობილში მიგრანტები არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ. 

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი გუშინ აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system