
ჩინეთი აშშ-ს სამხედრო ძალის ბოროტად არგამოყენებისკენ მოუწოდებს
ირანში განვითარებულ მოვლენებს ჩინეთის საგარეო უწყება ეხმაურება. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენ შუანის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, დაძაბულობის სერიოზული ესკალაცია მოხდეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს რეგიონში სამხედრო ძალის ბოროტად არგამოყენებისკენ და მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი