ჩინეთი რამდენიმე ამერიკელ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჰონგ-კონგში ჩინელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ მიიღო.
აშშ-მა სანქციები "ეროვნული უსაფრთხოების კანონის" გამო დააწესა, რომელიც ჩინეთმა ჰონგ-კონგში გასულ წელს, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის ადმინისტრაციის განმარტებით, საფრთხეს უქმნის ჰონგ-კონგის უსაფრთხოებას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის სანქციები მიზნად ისახავს ჰონგ-კონგში ბიზნეს გარემოს შერყევას და ამ სანქციების დაწესება საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ძირითადი ნორმების უხეში დარღვევაა.
მათივე თქმით, ისინი საპასუხო სანქციებს დაუწესებენ შვიდ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ში, მათ შორის ყოფილ აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს ვილბურ როსს, Human Rights Watch-ის დირექტორს ჩინეთის საკითხებში სოფი რიჩარდსონს, აშშ-ჩინეთის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის თავმჯდომარეს კაროლინ ბართოლომეს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელს ადამ კინგს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ს ჩინეთი შურისძიება არ აშინებს.