თავში

ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა

​ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა
ჩინეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის პიკმა გადაიარა

კორონავირუს Covid-19-ის პიკმა ჩინეთში გადაიარა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა, მი ფენმა განაცხადა.

"ამჟამად, ვუჰანის გარდა, ჰუბეის პროვინციის ყველა ქალაქში ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება. ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ 8 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 6 შემოტანილია", - განაცხადა მან ბრიფინგზე.

ფენის თქმით, ახალი პაციენტების რიცხვი იკლებს, ეპიდემია კი ჯამში შედარებით დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

"ახლა საჭიროა დაავადებულთა მკურნალობის და გადარჩენის სამუშაოები გავაძლიეროთ, ყურადღება არ მოვადუნოთ", - განაცხადა ფენმა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა ქვეყნებთან თანამშომლობას გააძლიერებს, რათა პანდემიის გავრცელება აღიკვეთოს.

"ჩინური მხარე მომავალშიც გააგრძელებს ჯანდაცვის სფეროში გლობალური უსაფრთხოების კუთხით ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი პოზიციის დაცვას", - განაცხადა მან ბრიფინგზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system