თავში

ჩინეთი ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა

ჩინეთი ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა
ჩინეთი ავღანეთის ახალ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზად არის შეინარჩუნოს ურთიერთობა ავღანეთის ახალ მთავრობასთან და ლიდერთან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

„მზად ვართ, შევინარჩუნოთ დიალოგი ავღანეთის ახალ მთავრობასთან. ვიმედოვნებთ, რომ თალიბების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა ტოლერანტული იქნება და ტერორისტებს წინააღმდეგობას გაუწევს“, - განაცხადა ვან ვენბინმა.

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოაცხადა. „თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, დროებით მთავრობას მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს.

რადიკალურმა მოძრაობა"თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

25 აგვისტოს რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანელ ქალებს სახლში დარჩენა უბრძანა. მისი წარმომადგენლის, ზაბიჰულა მოჯაჰედის განცხადებით, შესაძლოა, თალიბები "ცუდად მოიქცნენ", ამიტომ ქალები გარეთ არ უნდა გადიოდნენ, მათ შორის სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system