თავში

ჩინეთი ავღანეთს 400,000 COVID-19-ის ვაქცინას გადასცემს

ჩინეთი ავღანეთს 400,000 COVID-19-ის ვაქცინას გადასცემს
ჩინეთი ავღანეთს 400,000 COVID-19-ის ვაქცინას გადასცემს

ჩინეთმა პირობა დადო, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო, "სინოფარმის" ვაქცინის 400,000 დოზას გადასცემს ავღანეთს. ამის შესახებ ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"ჩინეთის ელჩმა ქაბულში, ჯანდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ავღანეთს 400,000 დოზა ვაქცინას გადასცემს", - განაცხადა იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელმა.

მან ასევე დაამატა, რომ ჩინეთში წარმოებული, "სინოფარმის" ვაქცინა დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. თუმცა, გაურკვეველია, როდის მიეწოდება ქვეყანას ვაქცინა. მისი თქმით, 34 პროვინციაში ვაქცინა მხოლოდ 12 000-ზე მეტმა სამედიცინო მუშაკმა მიიღო. გარდა ამისა ცნობილია, რომ უსაფრთხოების ძალების წევრების ვაქცინაციაც დაიწყო.

შეგახსენებთ, ავღანეთმა ინდოეთიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა უკვე მიიღო, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა ვაქცინაცია დაეწყო.

ავღანეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 55 733 შემთხვევა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 2 444 შემთხვევა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ომის შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში დაბალი ტესტირებისა და სამედიცინო დაწესებულებებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, ოფიციალური მონაცემის მიღება შეუძლებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system