თავში

ჩინეთი ერთჯერად პლასტიკურ პარკებს კრძალავს

ჩინეთი ერთჯერად პლასტიკურ პარკებს კრძალავს
ჩინეთი ერთჯერად პლასტიკურ პარკებს კრძალავს

ჩინეთმა ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენებაზე შეზღუდვის შესახებ გეგმა წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

ჩინეთის დიდი ქალაქებში არადეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პარკების გამოყენება სრულად 2020 წლის ბოლოდან აიკრძალება.

ამავე დროს, 2020 წლის ბოლომდე რესტორნებს აუკრძალავენ ერთჯერადი საწრუპების გამოყენებასაც.

მთელი ქვეყენის მასშტაბით კი შეზღუდვევი 2022 წელს ამოქმედდება.

ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომისიის მიერ გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, მომდევნო ხუთ წელიწადში, ჩინეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება 30 პროცენტით უნდა შემცირდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system