თავში

ჩინეთი FBI-ს დირექტორს პასუხობს

​ჩინეთი FBI-ს დირექტორს პასუხობს
ჩინეთი FBI-ს დირექტორს პასუხობს

ჩინეთი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) დირექტორს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობის მხრიდან ჯაშუშობა და ქურდობა აშშ-ის მომავლისთვის უდიდეს გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. ჩინური მხარე რეის "პოლიტიკურ ტყუილებში" ადანაშაულებს.

„რეის შენიშვნები ძირითად ფაქტებს უგულებელყოფდა და პოლიტიკური ტყუილებით იყო სავსე, რაც სრულიად ამჟღავნებდა მის ღრმად ფესვგადგმულ „ცივი ომის“ მენტალიტეტს და იდეოლოგიურ ცრურწმენებს. ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამას. ჩინეთის მიერ საზღვარგარეთული ოპერაციის სახელად - „მელაზე ნადირობის“ ჩაშვება და საზღვარგარეთ გაქცეული ეჭვმიტანილების დაკავება, კანონისა და სოციალური სამართლიანობის გარანტიაა. ბოლო წლებში, ბევრი ქვეყანა აქტიურად ახორციელებდა შესაბამის სამართალდაცვით თანამშრომლობას ჩინეთთან. ამერიკელი მაღალჩინოსნები ამ განცხადებების იმის იმედად ხომ არ აკეთებენ, რომ აშშ გაქცეული კრიმინალების სამოთხე გახდება?“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა. 

ქრისტოფერ რეიმ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პეკინმა უცხოეთში მცხოვრები ჩინეთის მოქალაქეების დევნა დაიწყო. პრეზიდენტი სი ძინპინი ხელმძღვანელობდა პროგრამას "მელიებზე ნადირობა", რომელიც ჩინეთში დაბრუნებას აიძულებდა მოქალაქეებს, რომელთაც ხელისუფლებისთვის საფრთხედ აღიქვამდა. მოქალაქეების დევნისას ისინი იყენებდნენ შანტაჟის, დაშინებისა, მუქარისა და მოქრთამვის მეთოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system