
ჩინეთის მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს განვითარებად ქვეყნებს პანდემიასთან ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის აღსადგენად. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა.
"ჩინეთი კიდევ 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს განვითარებად ქვეყნებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში, როგორც საერთაშორისო დახმარება პანდემიასთან ბრძოლისა და ეკონომიკური ზრდის აღსადგენად" - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთმა 300 მილიონი დოზა COVID-19-ის ვაქცინა მიაწოდა სხვადასხვა ქვეყნებს და აპირებს უცხოელი პარტნიორების კიდევ უფრო მეტი ვაქცინით მომარაგებას. გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა დასძინა, რომ მთავრობა ასევე ხელს უწყობს ვაქცინების წარმოების ტექნოლოგიების გადატანას განვითარებად ქვეყნებში.