თავში

ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა

​ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა
ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა

სოციალურმა ქსელებმა Twitter-მა და Facebook-მა 2500-ზე მეტი ანგარიში წაშალეს, რომლებიც გლობალურ დონეზე პეკინის სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებს ავრცელებენ.

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, Facebook-მა 500-ზე მეტი პროფილი დაბლოკა, რომლებიც გამოგონილი შვეიცარიელი ბიოლოგის უილსონ ედვარდსის განცხადებებს ავრცელებდა. არარსებული მეცნიერი, რომელსაც ჩინური მედია ციტირებდა, ამტკიცებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები COVID-19-ის წარმოშობის დასადგენის მიზნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მცდელობებში ერევა. როდესაც შვეიცარიის საელჩომ პეკინში გამოაცხადა, რომ "უილსონ ედვარდსი" არ არსებობდა, Facebook-მა აღმოაჩინა, რომ მისი ანგარიში პლატფორმაზე შეიქმნა პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე 12 საათით ადრე შეიქმნა.

ცნობისთვის, ჩინეთში Twitter და Facebook დაბლოკილია. როგორც გამოცემა წერს, ბოლო წლებში ჩინეთის რესპუბლიკის შესახებ გლობალური აზრის ფორმირებისთვის ისინი მნიშვნელოვანი იარაღი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system