თავში

ჩინეთი ქვეყნის გარეთ მოგზაურებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატს გაცემს

​ჩინეთი ქვეყნის გარეთ მოგზაურებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატს გაცემს
ჩინეთი ქვეყნის გარეთ მოგზაურებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატს გაცემს

ჩინეთში კორონავირუსზე აცრილ მოქალაქეებზე ციფრული სერთიფიკატები გაიცემა. დოკუმენტები იმ პირებზეა გათვლილი, რომლებიც უცხო ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავენ.

პანდემიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს. შესაბამისად ისინი, მათ შორის ევროკავშირი, კოვიდპასპორტების სისტემის დანერგვას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეების სერთიფიკატში ვაქცინაციისა და ტესტირების შესახებ სრული ინფორმაცია იქნება დატანილი. საგარეო საქმეთა მინისტრის ვან იის განცხადებით, სერტიფიცირების მიზანი ტესტირებაზე და ვაქცინაციაზე ინფორმაციის ორმხრივი შემოწმებაა, რამაც ადამიანების უსაფრთხო ურთიერთობა უნდა უზრუნველყოს.

ჯერჯერობით უცნობია სერთიფიკატის აღიარებისთვის რომელ ქვეყნებთან აწარმოებს ჩინეთი მოლაპარაკებებს.

უცხო ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ჩინეთში ამ დრომდე მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. კორონავირუსზე აცრილი პირებისთვის რაიმე შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება პეკინს ჯერ არ მიუღია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system