თავში

ჩინეთი მთვარის ზედაპირიდან სინჯებს ელოდება

​ჩინეთი მთვარის ზედაპირიდან სინჯებს ელოდება
ჩინეთი მთვარის ზედაპირიდან სინჯებს ელოდება

ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციის მონაცემებით, კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-5-მა წარმატებით შეასრულა ფრენა მთვარეზე, აიღო სინჯები, მისი ზედაპირიდან აფრინდა და დედამიწაზე დასაბრუნებლად მზადაა.

კოსმოსური ხომალდი Chang’e-5, მთავრის ზედაპირის დატოვების შემდეგ უკვე დედამიწის თანამგზავრის განსაზღვრულ ორბიტაზე იმყოფება. ამის შემდეგ მას დედამიწაზე ზონდი დააბრუნებს. Chang’e-5-ის დაშვება ჩინეთის შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის ტერიტორიაზე მოხდება.

ეს მისია მეექვსეა ჩინეთის მიერ მთვარის კვლევისათვის განხორციელებულ ამბიციურ ქმედებებში, რასაც შეიძლება, მთვარეზე ადამიანთა დასახლების მშენებლობაც მოჰყვეს.

უკვე 40 წელია, მთვარის ზედაპირიდან ახალი ნიმუშები არავის აუღია. ჩინეთის ეროვნულმა კოსმოსურმა ადმინისტრაციამ ამ სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტა და რამდენიმე დღის წინ მთვარისკენ ხომალდი გაუშვა.

მთავრის ზედაპირის ნიმუშების დედამიწაზე წარმატებით ჩამოტანის შემთხვევაში, ჩინეთი მესამე ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელმაც დედამიწაზე მთვარის ქანების ნიმუშები ჩამოიტანა. პირველად ეს 1960 წელს აშშ-მა განახორციელა, შემდეგ 1970 წელს - საბჭოთა კავშირმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system