
ჩინეთის მყვინთავთა ექსპედიციამ დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში წყნარი ოკეანის ჩელენჯერის უფსკრულში, მარიანას ღრმულში 10 909 მეტრზე ჩაყვინთა. ექსპედიციამ საკუთარი რეკორდი მოხსნა. აპარატი ოკეანის ფსკერზე 800 მეტრით უფრო ღრმად დაეშვა. მსოფლიო რეკორდი ამერიკელებმა 2019 წელს დაამყარეს, როდესაც ყვინთვა 10927 მეტრის (10 კილომეტრი და 27 მეტრი) განხორციელდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თუმცა, ჩინელების მიზანი არა უბრალოდ სამეცნიერო კვლევები, არამედ მარიანს ღრმულის წიაღისეულით მდიდარი ფსკერის შესწავლაა.
ოკეანის ფსკერზე ჩასულმა მაღალტექნოლოგიურმა აპარატმა წყლის სიღრმეებში არსებული ხელუხლებელი განძის დეტალური რუკა უნდა წარმოადგინოს.
ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეები სავსეა წიაღისეულით. მაგალითად იაპონიამ ახლახან წყნარ ოკეანეში იშვიათი ელემენტების საბადო აღმოაჩინა, რომელიც 1000-ჯერ მდიდარია, ვიდრე დედამიწაზე.
ჩინეთი ცდილობს, რომ დომინანტი პოზიცია შეუნარჩუნოს იშვიათი წიაღისეულის წიაღისეული მოპოვებისა და გადამუშავების საქმეში. ისეთი ქიმიური ელემენტების, რომლებიც საჭიროა სმართფონების, რადარებისა და სარაკეტო სისტემების წარმოებაში.
მიმდინარე წელს ჩინეთმა იშვიათი წიაღისეულის მოპოვების კვოტა რეკორდულად, 140 მილიონ კილოგრამამდე გაზარდა.
კონკურენცია ამ სფეროში დიდია. მსოფლიოს სახელმწიფოები წყლის ფსკერის შესასწავლად და იშვიათი მინერალების მოსაპოვებლად მილიარდობით ინვესტიციას ახორციელებენ.