თავში

ჩინეთი პლასტმასის ერთჯერადი ნივთების მოხმარებაზე კონტროლს ამკაცრებს

ჩინეთი პლასტმასის ერთჯერადი ნივთების მოხმარებაზე კონტროლს ამკაცრებს
ჩინეთი პლასტმასის ერთჯერადი ნივთების მოხმარებაზე კონტროლს ამკაცრებს

ჩინეთში რესტორნები, სხვადასხვა სახის მიწოდების სერვისები იძულებულები იქნებიან, ხელისუფლებას შეატყობინონ პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერების გამოყენების შესახებ და ხელისუფლებას გადამუშავების ოფიციალური გეგმა წარუდგინონ. ამის შესახებ ჩინეთის კომერციის სამინისტროში განაცხადეს.

კომერციის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ შეიქმნა საცალო ვაჭრობის სპეციალური ეროვნული სისტემა, სადაც სხვადასხვა ობიქტმა პლასტმასის ნივთების გამოყენების შესახებ უნდა აცნობონ.

ჩინეთში პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთ უდიდესი პრობლემაა, რადგან აღნიშნული ობიექტები მას ნაგავსაყრელზე ან მდინარეში ყრიან. ამასთან, ე.წ. საკვების მიტანის სერვისებმა პლასტმასის მოხმარება საგრძნობლად გაზარდეს.

სექტემბერში სამინისტროში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე დიდ ქალაქებში პლასტმასის ერთჯერადი ჩანთებისა და საჭმლის ჭურჭლის მოხმარება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ე.წ. საწრუპი ჩხირები აიკრძალება. გარდა ამისა, ჩინეთმა ასევე აკრძალა ზოგიერთი სახის სამეურნეო დანიშნულების პლასტიკური პარკი, რომელსაც ჩინელი ფერმერები წელიწადში, სულ მცირე, 1.5 მილიონ ტონის ოდენობით იყენებენ. ასეთი ნარჩენები კი ნიადაგს აზიანებს.

ჩინეთის კომერციის სამინისტოს ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნული წესების დამრღვევ პირებს დიდი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system