თავში

ჩინეთი საპენსიო ასაკს გაზრდის

ჩინეთი საპენსიო ასაკს გაზრდის
ჩინეთი საპენსიო ასაკს გაზრდის

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ლი კეციანმა განაცხადა, რომ ქვეყანა საპენსიო ასაკის ეტაპობრივ ზრდას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მე-14 ხუთწლიანი გეგმის შესაბამისად დაიწყებს.

"საპენსიო სტანდარტული ასაკი ეტაპობრივად გაიზრდება, ძირითადი საპენსიო დაზღვევით, მოსახლეობის 95%-ისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, მან პირობა დადო, რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას შობადობის ადეკვატური მაჩვენებლის მისაღწევად. ჩინეთში, თითო ოჯახზე ერთი ბავშვის გაჩენამ მოსახლეობის ბუნებრივი დაბერების პროცესი გამოიწვია. ექსპერტების აზრით, 2035 წლისთვის ჩინეთში, სამუშაო ასაკის ორი მოქალაქე ერთ პენსიონერს შეინახავს და 2050 წლისთვის საპენსიო ასაკის ადამიანები მთლიანი მოსახლეობის 35% -ს შეადგენენ. 

დღევანდელი კანონების თანახმად, ჩინეთში მამაკაცებს პენსიაზე გასვლის უფლება აქვთ 60 წლიდან, ქალებს - 55 წლიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system