თავში

ჩინეთის დიდ კედელზე ტურისტები სრიალებენ - VIDEO

ჩინეთის დიდ კედელზე ტურისტები სრიალებენ
ჩინეთის დიდ კედელზე ტურისტები სრიალებენ - VIDEO

ტურისტებმა გადაიღეს სახალისო ვიდეო, სადაც ჩინეთის დიდი კედელზე ვიზიტორების ასვლაა დაფიქსირებული. კადრებში კარგად ჩანს, რომ ქვეყნის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობა თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ტურისტებს მასზე მოძრაობა ძალიან უჭირთ, თუმცა არ ნებდებიან და წინ მიიწევენ. ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც ჩანს დაიღალა და უკან დაბრუნებას გადაწყვეტს. ტურისტი გაყინულ კედლის მიწაზე ჯდება და თავქვე, როგორც სლალომზე ისე ეშვება. მისი საქციელი სხვა ტურისტებში ხალისსა და სიცილს იწვევს.

ცივ ზამთარში ჩინეთის დიდი კედელი, რომლის საერთო სიგრძე 22 000 კილომეტრია, ჩვეულებრივ თოვლითა და ყინულით იფარება. მიუხედევად ამისა, ხელისუფლება ყინულის საფარის დასადნობად ტექნიკურ მარილს არ იყენებს, რომ ისტორიული ძეგლი არ დააზიანოს. ამიტომ ტურისტებს ზამთრის სეზონზე შეუპოვრობის გამოჩენა უწევთ, რომ ჩინეთის დიდი კედელი დაათვალიერონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system