თავში

ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანმო-ს მოთხოვნილ ობიექტებზე სრული დაშვება მიანიჭა

ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანმო-ს მოთხოვნილ ობიექტებზე სრული დაშვება მიანიჭ
ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანმო-ს მოთხოვნილ ობიექტებზე სრული დაშვება მიანიჭა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის, დოქტორი პიტერ დასზაკის განცხადებით, ჩინეთის ხელისუფლებამ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილ ობიექტებზე სრული დაშვება მიანიჭა. ამის შესახებ გამოცემა Associated Press წერს.

გამოცემის ცნობით, ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფს, კორონავირუსის წარმომავლობის შესასწავლად, ყველა მოთხოვნილ პირთან შეხვედრისა და სასურველ ტერიტორიაზე დაშვების უფლება ექნება.

პიტერ დასზაკის განცხადებით, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტის გარდა, ჯანმო-ს ექსპერტთა გუნდმა უკვე მოინახულა უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ჯგუფი იმ საავადმყოფოებსაც ესტუმრა, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ.

დასზაკმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ჯანმო-ს ექსპერტები მოპოვებულ მონაცემებს გაანალიზებენ და ჩინელ კოლეგებს გააცნობენ. წინასწარ დასკვნებს გუნდი ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგენს, რის შემდეგაც ჯანმო-ს ჯგუფი ჩინეთს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system